პოლიტიკა
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.
შეხვედრას უკვე ახალი სტატუსით ესწრებოდა ანდერს ფოგ რასმუსენის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში ჯეიმს აპატურაი.
მოგვიანებით კი ბრიუსელში ნატო-საქართველოს სხდომა გაიმართა, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ის, რაც უკვე ჩაიწერა ლისაბონის კომუნიკეში და 10- წლიან კონცეფციაში.
ალიანსი განაგრძობს საქართველოს დახმარებას და მხარდაჭერას რეფორმების გატარების კუთხით, აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.