„დღეს ყარსში საფუძველი ჩაეყარა ევრაზიული მნიშვნელობის თანამშრომლობას, „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ ევრაზიულ პროექტს, რომელიც კასპიურ გაზს ევროპის შუაგულში გაიტანს. მომავალში კასპიური გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. საქართველოსთვის TANAP-ი იქნება კიდევ უფრო მეტი დაცულობის, ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გარანტი, როგორც პროექტის მშენებლობის განმავლობაში, ისე მომავალში პროექტის განხორციელების შედეგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რა ელაპარაკა პრეზიდენტი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ყარსის ხელშეკრულებაზე, რომლის ვადა 2021 წელს გადის, და საერთოდ - შედგა თუ არა მათ შორის ეს საუბარი, პრეზიდენტის პრესსამსახური არ იტყობინება... თუმცა, მარგველაშვილს ეს ნაკლებად აინტერებს - 2021 წელს ის ხომ საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება...