სოსო ცისკარიშვილი: „არ გამოვრიცხავ უსუფაშვილსა და ბურჯანაძეს შორის პოლიტიკური დიალოგიც გაგრძელდეს“
საქართველო, 18 მარტი,
საქინფორმი. ლიტვის დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარესა და ყოფილ თავმჯდომარეს შორის შეხვედრა და დიალოგი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ, გაზეთ „კვირის ქრონიკას“ ექსპერტი
სოსო ცისკარიშვილი უდასტურებს.
„ეს იყო პასუხისმგებლობის მქონე ორი პოლიტიკოსის საუბარი, რომლის მოლოდინიც შეიძლება ძალიან ბევრს არ ჰქონდეს გამომდინარე იქიდან, რაც იყო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში... ორივე პოლიტიკოსი უფრო ბედნიერი იყო, რომ საჯარო სივრცეში არ ჰქონდათ საუბარი, ისინი ძალიან ლაღად და თავისუფლად საუბრობდნენ, გულწრფელობაც დავიჭირე... ერთ საინტერესო მინიშნებასაც მოგცემთ, არ გამოვრიცხავ მათ შორის პოლიტიკური დიალოგიც გაგრძელდეს, რაც ჩემი აზრით აუცილებელი წინაპირობაა სხვადასხვა დროს დაპირისპირებული პოლიტიკოსების კოჰაბიტაციისთვის...“ აცხადებს თვითმარქვია ექსპერტი, რომელიც, საქინფორმის პროგნოზით, ბურაჯანაძის სახით ახალ პატრონს ეძებს, მას შემდეგ, რაც მის "მომსახურებაზე" უარი თქვეს სააკაშვილმა და ივანიშვილმა.