აქტუალური
ტურისტულ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური ობიექტების მშენებლობა დაიწყება

ananuriეკონომიკის სამინისტრო ტურისტულ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას იწყებს. ამ მიზნით სამინისტრო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორთათვის სანიტარულ-ჰიგიენური ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ინტერესთა გამოხატვის მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იწვევს. შეთავაზებული პირობების თანახმად, ინვესტორს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა მიწის ნაკვეთები ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის. ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს სანიტარული ობიექტის (საპირფარეშო) აშენება და სათანადო ინფრასტრუქტურით (წყალი, ელენერგია) აღჭურვა.
ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღეა.
ამასთან, ინვესტორს უფლება აქვს, იქონიოს ბლოკირებული მაღაზია სუვენირების, ჰიგიენის საშუალებების, გამაგრილებელი სასმელებისა და სხვა ქარხნულად შეფუთული პირველადი მოთხოვნილების პროდუქციის გასაყიდად.
თითოეული ლოტი შედგება 4 ისეთი ისტორიული ძეგლისგან, რომელთაც მრავლად ჰყავს დამთვალიერებელი და რომელთა მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს სანიტარული ობიექტები.
პირველ ლოტში შედის დავით გარეჯი, ანანური, გრემი, ჯვარი.