აქტუალური
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბაზა „უკატექსზე“ 23-ე ბატალიონის სამხედროებმა მრავალეროვნულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

baza-aqtual-1საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. სამხედრო სამედიცინო სწავლება სწრაფი რეაგირებისა და მასიური დაზიანების სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ელემენტებს მოიცავდა.
წვრთნებში ქართველ სამხედრო სამედიცინო პერსონალთან ერთად, სერბმა და ფრანგმა სამხედრო ექიმებმა, ასევე ოთხმა პარამედიკმა მიიღო მონაწილეობა.

სწავლება იმიტირებული სცენარის მიხედვით ჩატარდა. წვრთნების შედეგები ხელმძღვანელობამ დადებითად შეფასდა.

23-ე ბატალიონი უკვე მეორე დანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით სამშვიდობო მისიას ასრულებს. ოთხთვიანი მისიის განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ამოცანას ქალაქ ბანგიში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქმედო არეალის უსაფრთხოების კონტროლი წარმოადგენს.