რელიგია
ილია მეორე: „თავისი ცხოვრებით ადამიანმა უნდა შექმნას ჯვარი უფლისა. ამ შემთხვევაში ჯვარი აღარ იქნება მძიმე“

ilia-sazog-2-relig-1საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. 15 მარტს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს, ჯვარი გახდა ძალა ღვთისა. ეს ძალა ღვთისა უკვე 20 საუკუნეა იცავს საქართველოს... თავისი ცხოვრებით ადამიანმა უნდა შექმნას ჯვარი უფლისა. ამ შემთხვევაში ჯვარი აღარ იქნება მძიმე. ძალიან ხშირად ხალხისგან გვესმის: “რა მძიმე ჯვარი მისცა ადამიანს ღმერთმა”. ღმერთი აძლევს ჯვარს იმის მიხედვით, რამდენსაც შეძლებს, რომ ატაროს... და როცა ადამიანი იღლება, თხოულობს, რომ უფალი მივიდეს. ამ ნიადაგზე შეიქმნა საგალობელი “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო”. როცა ადამიანს წინსვლის ძალა აღარ აქვს, თვითონ უფალი მიდის მასთან და ეხმარება მას. ძალა ღვთისა რომ არ იყოს, ადამიანი ვერ შეძლებდა ეტარებინა ჯვარი”, – ბრძანა უწმიდესმა.

ქართველი ადამიანი უნდა ებრძოლოს ბოროტებას. ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს... დაღლის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს თავს, ჩვენს ვნებებს, ჩვენს ცოდვებს და ყველაფერი კარგად იქნება”, – ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგების დასრულების შემდეგ უნეტარესმა დღეს რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.