პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილი: „შეიძლება მოსახლეობა არჩევნებსაც არ დაელოდოს და ხელისუფლება შეცვალოს“

bizina-polit-3-analit-2საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება ექსპრემიერმა ივანიშილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, გადაცემა 20/30-ში საუბრისას გააკეთა.

თუ კარგად არ გავათვითცნობიერეთ, რა უნდა მოვთხოვოთ, რა დროს და რა დოზით, შეიძლება, ახალი უბედურება მივიღოთ და დღევანდელობა ამას აჩვენებს, თუ ნახავთ, წინა კვირას "ნაციონალური მოძრაობა" როგორ ცდილობდა პარლამენტში ახალი სესია დაენიშნათ იმისათვის, თითქოს რაღაც კატასტროფა ხდება. როგორ ცდილობენ ისევ სიცრუის მანქანის ამუშავებას და ამუშავებენ კიდევაც, რომ რაღაც კატასტროფა ხდება ქვეყანაში, რომ როგორმე მოახერხონ, რომ ეს ხელისუფლება არის უუნარო და მოსაშორებელი... უუნაროს უწოდებენ ხელისუფლებას, ვინც პირველად ახერხებს ასეთი მედიასაშუალებების ზეწოლის ქვეშ, ამდენი სიცრუის და არაობიექტურ, თითქოს დანაშაულებებში მხილების დროს "რუსთავი 2"-დან, ახერხებს და მიზანმიმართულად ახორციელებს იმას, რაც ევალება... ახალი ტიპის უბედურება შეიძლება ის იყოს, რომ ხელისუფლება ეფექტურად ფუნქციონირებდეს, მოსახლეობა უკმაყოფილო იყოს და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალონ და შეიძლება, არჩევნებსაც არ დაელოდონ", - განაცხადა ივანიშვილმა.