რაულ ხაჯიმბა: „აფხაზეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში, ოღონდ თანაბარუფლებიან პირობებში“
საქართველო, 16 მარტი,
საქინფორმი. ინდირა ბარციცის (რია ნოვოსტი) ცნობით, აფხაზეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით, მარშრუტით
მოსკოვი-სოხუმი-თბილისი. ამის შესახებ 2015 წლის 13 მარტს აფხაზეთის პრეზიდენტმა
რაულ ხაჯიმბამ საქართველოს მომიჯნავე აფხაზეთის გალის რაიონში საზოგადოებასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„აფხაზეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ამგვარ პროექტში, ოღონდ თანაბარუფლებიან პირობებში“, - აღნიშნა ხაჯიმბამ.