საზოგადოება
ილიას უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის წევრებს აირჩევენ

ilias-univeriილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ''ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის'' თავმჯდომარე ბიძინა ჟორდანიაა. ხმის მიცემის უფლება კი ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ არჩევნები ილიას უნივერსიტეტში 9:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. სტუდენტები თვითმმართველობის წევრებს 2 წლის ვადით აირჩევენ.