აქტუალური
სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯევდეთ იაშარმა მიულოცეს
aqtual-1საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.  სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა დაესწრო. ხუთდღიანი კურსის განმავლობაში 38 მსმენელმა სამხედრო-სამოქალაქო თანამშორმლობის სპეციფიკა და მართვა, მედიასთან კოორდინაცია, სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებების წარმოებისა და თარჯიმნებთან მუშაობის უნარ-ჩვევები, ასევე ჰუმანიტარული პროექტების კოორდინაციის საკითხები შეისწავლეს. სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კურსი თურქეთის რესპუბლიკის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.