პუბლიკაციები
უილიამ ტაკერის გარდა ამერიკის სხვა ბევრ ამერიკელ ცნობად ფიგურას უნდა “ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგასთან” ურთიერთობა, მაგრამ უამრავი მიზეზის გამო ოფიციალურად გაწევრიანების უფლება არ აქვთ. ამიტომ გადავწყვიტეს მათთვის საპატიო წევრობის მინიჭება. ამ გზით, “ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგასთვის” მათ დახმარების გაწევისა და თანამშრომლობის საშუალებას მიეცემა. ქალბატონი ელიზა აბელაშვილის დავალებით, ბატონ უილიამ ტაკერს საპატიო წევრობის სიგელი გადასცა გიორგი კარტოზიამ (ვიდეო იხილეთ აქ).
ბატონ უილიამ ტაკერს საქართველოსთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, ბევრს გახსოვთ მისი ინტერვიუები ქართულ მედიაში, მისი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ბევრი სენატორი არ უყურებს საქართველოს სააკაშვილის და მაკკეინის თვალით. ქართველები მუდამ იქ უნდა ვიყოთ, სადაც ჩვენებურ ქუდს არ მოგვახდევინებენ და "იქაურს" არ ჩამოგვაფხატებენ თავზე.