თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის ძმა ვაკო ნადარეიშვილი თავისუფალია

საქართველო, 13 მარტი,
საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას ახალაიას მეუღლე
ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ევრცელებს. ვაკო ნადარეიშვილი სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
„გამოუშვეს ვაკო გირაოთი 8 თვიანი ტყვეობის შემდეგ! სეზონი გაიხსნა!"- წერს ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ნადარეიშვილს გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თანხის გამოძალვას ედავება.