აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია

batal-aqtual-1საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ასეულს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე დახვდა. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ნაკრები ასეული როტაციის წესით აშშ-ს არმიის ქვედანაყოფს ჩაანაცვლებს. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინაში მოგვიანებით გაიმართება.

31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთში საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილების  საფუძველზე გაიგზავნა. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.