აქტუალური
თინათინ მჟავანაძე : „ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლებს შორის გადაიდო“

Tina-aqtual-2საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ განაცხადა.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა უმრავლესობის ლიდერი, რომლის თხოვნითაც შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლებს შორის გადაიდო. ვვარაუდობთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს შეხვედრა კვლავ დაინიშნება. ჩვენთვის უცნობია შეხვედრის გადადების მიზეზები“, - განაცხადა თინათინ მჟავანაძემ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით,  საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია: ეროვნული ვალუტის -ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.