საზოგადოება
გელა დუმბაძემ აშშ-ში, გლობალური პარტნიორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

gela-sazog-2საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში,   ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, გლობალური პარტნიორობის კვირეულის ფარგლებში გამართულ გლობალური პარტნიორობის ფორუმში (ვიდეო იხ. აქ).

ფორუმის მონაწილეებს ვიდეოგზავნილით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ, რომელმაც თავის  გზავნილში გლობალური პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  გელა დუმბაძე ასევე შეხვდა აშშ–ს სახელმწიფო მდივნის  სპეციალურ წარმომადგენელს, გლობალური პარტნიორობის ოფისის ხელმძღვანელ ენდრიუ ობრაიენს.  ვაშინგტონის შემდეგ, გელა დუმბაძე ლოს ანჯელესსა და ნიუ იორკს ეწვევა, სადაც  ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებსა და, აგრეთვე, აშშ-ის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.