პუბლიკაციები
„ცე-რე-უ“-ს ხელმძღვანელი უკრაინას საიდუმლოდ ეწვია

glava-zar-2-anსაქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძრვანელმა ჯონ ბრენანმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია კიევში მისი ვიზიტის შესახებ. „ცე-რე-უ“-ს დირექტორის თქმით, უკრაინაში მისი ვიზიტის მიზანი „უკრაინელ მეგობრებთან ურთიერთქმედება“ იყო. ამერიკული ტელეარხი Fusion-ის ეთერში ბატონმა ბრენანმა აღიარა: „მე ვიყავი კიევში ორიოდე კვირის წინ“.
„ცე-რე-უ-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ურთიერთქმედების“ ქვეშ გულისხმობდა უკრაინის მხარისთვის „იმ ინფორმაციისა და საშუალებების გადაცემას, რომელიც მას სჭირდებოდაქვეყანაში სტაბილურობის აღსადგენად", რაც აშშ-ის მხრიდან უკრაინის პოლიტიკურ ძალებზე ზეწოლას მოწმობს.

საგულისხმოა, რომ წამყვანის კითხვაზე - მიაჩნია თუ არა ბრენანს რუსეთი აშშ-ის მტრად, დაზვერვის ხელმძღვანელმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „ დიდი სახელმწიფოა“.