პუბლიკაციები
„ასავალ-დასავალის“ ბრძოლა ყაჩაღ-ბანკირ მამუკა ხაზარაძისათვის ნიღბის საბოლოოდ ჩამოსახსნელად გრძელდება!

Asav-ANALIT-GEOსაქართველო, 11 მარტი. საქინფორმი. გაზეთ „ასავალ - დასავალის“ საგანგებო განცხადება:

„სააკაშვილის რეჟიმის მონა–მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ, რომელიც ცნობილია თავისუფალი პრესის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ყაჩაღ–ბანკირ მამუკა ხაზარაძის სარჩელი და „ასავალ–დასავალს“ გავრცელებული ცნობების უარყოფა დაავალა.  რაც შეეხება სააკაშვილისა და ხაზარაძის ოცნებას „ასავალ–დასავალისათვის“ 160 ათასი ლარის დაკისრებისა და გაზეთის გაკოტრების შესახებ, რითაც იგი ბოლო სასამართლო პროცესზე პირდაპირ იმუქრებოდა, აუხდენელი დარჩა. „ასავალ–დასავალი“ აგრძელებს ბრძოლას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ყაჩაღ-ბანკირ მამუკა ხაზარაძისათვის ნიღბის საბოლოოდ ჩამოსახსნელად!“.