აქტუალური
ხადურმა ბათუმის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით გადამზიდავი კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ყაზახეთის საელჩოს გადაუგზავნა

info-aqtual-2-analit-2საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ბათუმის პორტში გადამზიდავებს, რომლებსაც ძირითადად თხევადი ნავთობპროდუქტები გადააქვთ, სისტემატურად პრობლემები ექმნებათ. ნავთობპროდუქტების გადამზიდავმა კომპანიებმა გასულ თვეს ფინანსთა სამინისტროს მიმართეს და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას სთხოვეს. სამინისტრომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ვითარებაში გარკვევის მიზნით, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს  გადაუგზავნა.

ბათუმის ნავთობტერმინალში ტვირთბრუნვის მკვეთრ შემცირებას გადამზიდავი კომპანიები ნავთობტერმინალის მიერ დაწესებულ ხელოვნურ შეფერხებებს უკავშირებენ. კომპანიების ნაწილი ტერმინალს და მის ხელმძღვანელობას სასამართლოში სწორედ შეფერხებების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვს. „ობიექტური მიზეზები არსებობს, თუ რატომ შემცირდა პროდუქციის შემოტანა. პირველ რიგში ჩვენ გვქონდა ნავთობი, ის უკვე მილებში ჩაედინება. კრიზისი, რომელიც 2007 წელს დაიწყო, დღემდე გრძელდება, შესაბამისად შემცირდა წარმოება და ტვირთბრუნვა. თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ... ნებისმიერი ოფიციალური პირის განცხადება იქნება ერთგვარი ზეწოლა სასამართლოზე, ამიტომ დაველოდოთ სასამართლოს განაჩენს",- განაცხადა კომპანია "ბათუმის ნავთობტერმინალის"  დირექტორმა მალიკ დიუსემბაევმა.