საზოგადოება
როლანდ ახალაია: “ნათელში იყავით ჩემთვის ფიზიკურად უცნობო, მაგრამ იდეით და სახელით ნაცნობო ადამიანო!”

koberiZe-sazog-2საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი როლანდ ახალაია საკუთარ Facebook-გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც ღრმა მწუხარებას გამოხატავს მსახიობ ოთარ კობერიძის გარდაცვალების გამო.

,,ძალიან სამწუხაროა ბატონ ოთარის გარდაცვალება. საქართველოს გამოაკლდა კიდევ ერთი ღირსეული მამულიშვილი. ნათელში იყავით ჩემთვის ფიზიკურად უცნობო, მაგრამ იდეით და სახელით ნაცნობო ადამიანო”, - წერს როლანდ ახალაია.