საზოგადოება
საქართველოში არც ერთ ქართველ დიზაინერს საკუთარი ბრენდი რეგისტრირებული არ აქვს

dizainerebiინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ დღეს ქართველ დიზაინერებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა იყო. შეხვედრას 15-მდე ცნობილი დიზაინერი ესწრებოდა. მათ სიახლეებზე დეტალური ინფორმაცია „საქპატენტის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ღვალაძემ მიაწოდა. შეხვედრაზე ღვალაძე დიზაინერებს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის აუცილებლობაზე ესაუბრა, რათა მათი საავტორო უფლებები დაცული იყოს და სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს. როგორც ღვალაძემ საქინფორმთან საუბრისას განაცხადა, „დიზაინის შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება, რომლითაც დიზაინერთა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია და საავტორო უფლებების დეპონირება აუცილებელია. საუბრისას ღვალაძემ აღნიშნა, რომ დღეისთვის საქართველოში არც ერთი დიზაინერი და მათი ბრენდი რეგისტრირებული არ არის. ამ პროცესში კულტურის სამინისტროც აქტიურად არის ჩართული. სასაქონლო ნიშნების დარეგისტირებას "საქპატენტში" 11 თვე სჭირდება და იგი 400 დოლარი ღირს.