რედაქტორისგან
ჩინოვნიკი სააკაშვილის აღსასრული

Cinovnik-pol-3-redსაქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ორიოდ წამით თუ დავივიწყებთ, რაც მან საქართველოში ჩაიდინა, სააკაშვილი გულწრფელად შესაბრალია... არადა, 9 წლის მანძილზე პრეზიდენტად მომუშავე მიშა წესიერად რომ მოქცეულიყო და არა როგორც „კიდალა“ და კალიგულა, ჰქონდა შანსი, გაებედნიერებინა საქართველოც, თავისი ოჯახიცა და საკუთარი თავიც! დღეს კი ჩინოვნიკი მოკვდა, დარჩა ბომჟი და ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც თავის Facebook-გვერდზე, ვაივაგლახით, საკუთარ თავზე მესამე პირში წერს:

„აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - სენატორი ჯონსონი უკრაინაში, საქართველოსა და მოლდავეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოსმენებს მართავს. ვაშინგტონი. ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვე-კომიტეტს ექსპერტ-მოწმეებმა უკრაინის და რუსეთის ფედერაციის სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე პუტინის რეჟიმის აგრესიის შესახებ მოახსენეს.

თავმჯდომარე ჯონსონმა და ქვე-კომიტეტის წევრებმა მოუსმინეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის, რუსული ოპოზიციური ლიდერის, ადამიანის უფლებების ფონდის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის გარი კასპაროვის, საგარეო პოლიტიკის ამერიკული საბჭოს ექსპერტის რუსეთის საკითხებში სტეფენ ბლანკის, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ ვილსონის და შეერთებული შტატების უკრაინაში ყოფილი ელჩის სტივენ პაიფერის მოხსენებები. მოსმენების სათაური იყო "რუსული აგრესია აღმოსავლეთ ევროპაში: რა იქნება პუტინის შემდეგი ნაბიჯი უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის შემდეგ?"

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, მოსმენების მიზანი იყო - "დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ, აქ ამერიკაში, ნამდვილად გვესმის რამდენად რთულია რეალური სიტუაცია". სააკაშვილი, რომელიც იყო პრეზიდენტი, როდესაც რუსეთი შეიჭრა მის ქვეყანაში, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო თავის მოხსენებაში "პუტინის იმპერიის გზა მისი ოპონენტების და კრიტიკოსების საფლავის ქვებითაა მოფენილი", - აღნიშნა მან თავის სიტყვაში. "მისი ძალაუფლებაში ყოფნის დრო ხასიათდება ფედერალიზაციის შეჩერების, ადამიანის უფლებების, თავისუფლებების და შესაძლებლობების მოსპობით ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ამ გზის ყოველი ეტაპი ზრდის რუსეთის და რუსულადმოლაპარაკე სამყაროს გავლენას".

"რამ აიძულა ვლადიმერ პუტინი შეაჩეროს საქართველოში შეჭრა 2008 წელს? " ჰკითხა ჯონსონმა მიხეილ სააკაშვილს. "ის, რამაც ნამდვილად შეაჩერა ისინი იყო შეერთებული შტატების განცხადება სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ." მან აღნიშნა, რომ ამერიკუძალების დაწინაურებამ შეაჩერა რუსეთის რეჟიმი. "პუტინმა დაახამხამა პირველმა"“.

საქინფორმი. ვთქვათ, ასეც იყო. 2008 წლის აგვისტოში ვინ პირველმა დაახამხამა და ვინ ჩაისვარა რუსული თვითმფრინავის დანახვაზე და შიშისგან მიწაზე გორავდა - მთელმა მსოფლიომ ნახა... და მალე მის მოხსენებას არა ვაშინგტონში, არამედ ჰააგაში მოისმენენ! ოღონდ, ასე რით „ჩაუკუკა კომპოტში“ ნეოფაშისტ სააკაშვილს „რუსულადმოლაპარაკე სამყარომ, რომელსაც თავად, თავისი განათლებით, განეკუთვნება და რომლის წყალობითაც პრეზიდენტი გახდა, გაუგებარია...

Cinovnik-pol-3-qv