უცხოეთი
მაიკ უიტნი (აშშ): რუსეთმა ხელი შეუშალა აშშ-ს „მსოფლიოს მართვაში“ - პენტაგონი უკრაინაში 600 მედესანტის გაგაზავნას აპირებს „ნაცგვარდიის მოსამზადებლად“, რაც კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას წარმოადგენს და მინსკის შეთანხმების არსს არღვევს

putin-zar-1-anსაქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. ჯერ კიდევ 2007 წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ღიად მიანიშნა, რომ მრავალპოლარული გლობალური სისტემის დრო წარსულს ჩაბარდა, რითაც უგულებელჰყო აშშ-ის პრეტენზიები ერთპიროვნული ზესახელმწიფოს როლზე, - წერს ამერიკელი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი მაიკ უიტნი.
ახლა პენტაგონი გეგმავს უკრაინაში 600 მედესანტის გაგზავნას „ნაცგვარდიის მოსამზადებლად“, რაც, არსობრივად, კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას წარმოადგენს და მინსკის შეთანხმების არსს არღვევს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ რფ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას გაატარებს,მიუხედავად ზეწოლისა „რთულ საერთაშორისო ვითარებაში“, ვაშინგტონისთვის მიუტევებელ დანაშაულად იქცა. ისეთივედ, როგორსაც სჩადიოდნენ ვენესუელა, კუბა, ირანი, სირია და ბევრი სხვა ქვეყანა, რომლებმაც უარი განაცხადეს თეთრის სახლის დირექტივებით ეხელმძღვანელათ. აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სიტემების განთავსება სურს, და რუსეთს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა ამისთვის წინააღმდეგობის გაწევისა, - წერს მიმომხილველი. უიტნის თქმით, რფ-მ მოიგერია აშშ, დაბლოკა მისი აზიური კურსის სტრატეგია, შეუშალა რა ხელი ვაშინგტონს „რუსეთის ფედერაციის გატეხაში, ჩინეთის ალყაში მოქცევაში, აზიიდან ევროპაში რესურსების ნაკადის გაკონტროლებასა და მსოფლიოს მართვაში“.