საზოგადოება
"იმ პირობებში, როდესაც თბილისი ჯიუტად აცხადებს უარს, ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას...“ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ნოტას პასუხობს

otkaz-sazog-3საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული და მესაზღვრეები საქართველოსთან საზღვარს იცავენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით "იმ პირობებში, როდესაც თბილისი ჯიუტად აცხადებს უარს, ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებით აქტუალურია. ორ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული, ჩვენი მესაზღვრეები საქართველოსთან საზღვარს იცავენ", - წერია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ, 11 მარტს, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის უმთავრესი განსახილველი თემა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრული ურთიერთოებების გამყარება იქნება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, ის ყოველთვის მხარს დაუჭერს აფხაზეთს და მისთვის დამოუკიდებლობის გარანტი იქნება.