საზოგადოება
„ჟურნალისტის ცემა - 3 ათასი ლარი“ - საქართველოში „ნადირობაზე“ შეღავათიანი ტარიფი დაწესდა, რაც ტურისტებს მოიზიდავს!

izbit-sazog-2საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულ ივანე ბეგიაშვილს სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა - როგორც „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ ზაზა დავითაის ცემაში ბრალდებულ ავთანდილ კემულარიას! გირაოს გადახდის შემდეგ ივანე ბეგიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდება. პროკურატურა ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ ყოფილიყო გამოყენებული.

ინციდენტი 4 მარტს რესპუბლიკის მოედანზე მოხდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოაპარატი დაუმტვრია.