საზოგადოება
ბექა ცხადაძე: „სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ "ლგბტ" კონფერენციის მონაწილეებს“

beka-sazog-1საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. 11 მარტს ევროპის სახლთან "ლგბტ"-საზოგადოების წინააღმდეგ  მიმართული საპროტესტო აქცია გაიმართება. ბექა ცხადაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში განაცხადა, რომ აქციის მიზეზი ის კონფერენცია გახდა, რომელიც, "ლგბტ" საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, ევროპის სახლში იმართება.

„გეებს ჩვენ არ ვებრძვით, მაგრამ მიუღებელია საზოგადოებაში ამის პროპაგანდა და სტუდენტური კონფერენციის ჩატარება. არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" კონფერენციის მონაწილეებს უნიშნავს გრანტს, ანუ დაფინანსებას აძლევს მონაწილეობის სანაცვლოდ. ასეთი არის ათი ადამიანი და უბრალოდ ჩვენ ამას ვაპროტესტებთ. რამდენიმე ორგანიზაცია დამიკავშირდა, რომელსაც შემოერთება უნდა, თუმცა ჯერჯერობით დასახელებისგან თავს შევიკავებ. სასულიერო პირების აქციაზე ყოფნა არ იგეგმება, იმიტომ, რომ შავი ლაქა იქნება ეს ეკლესიისთვის. უბრალოდ ევროპის სახლთან სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ და მშვიდობიანად გავაპროტესტებთ ამ კონფერენციას",-განაცხადა ბექა ცხადაძემ.