საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი „ფისტერა ენერჯის“ აღმასრულებელ დირექტორ პედრო ბარიუსოს და საოპერაციო და ტექნიკურ საკითხებში დირექტორ ხუან ორას შეხვდა

sazog-3საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და ბიზნეს შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმსხვილესი ამერიკული კერძო საინვესტიციო ფონდი „ბლექსთოუნ ჯგუფის“ (NYSE: BX) შვილობილი კომპანიის - „ფისტერა ენერჯის“ აღმასრულებელ დირექტორ პედრო ბარიუსოსთან და საოპერაციო და ტექნიკურ საკითხებში დირექტორ ხუან ორასთან გამართა.

შეხვედრაზე მხარეები ენერგეტიკის სექტორში საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და „ფისტერა ენერჯის“თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარებასა და მდგრადობას გრძელვადიან პერიოდში.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, მმართველი დირექტორი ირაკლი მენაბდე და პროექტების მენეჯერი ზაზა ბაკურაძე.