აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „დავაყენებ იმ გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებიც საბიუჯეტო თანხების შესაბამის ხარჯვას ხელს უშლიან“
1-premier-aqtual-3საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. „გამგებლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ არიან ხელშეუხებლები. მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან. მათ აიღეს პასუხისმგებლობა იმ ხალხის მიმართ, ვინც ისინი აირჩია, რასაც ვერავინ გაექცევა. თუ არაეფექტურები არიან და ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. მინდა, ყველამ გაითვალისწინოს ეს, მინისტრებმა, გამგებლებმა, მერებმა. არ ვაპირებთ, ვინმეს არაეფექტურობა ყურადღების მიღმა დარჩეს“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს შეახსენა, აკონტროლონ უწყებებში მიმდინარე სამუშაოების განრიგი. მისი დავალებით, ბიუჯეტის მიხედვით გაწერილი ყველა პროექტი დაჩქარებული ტემპებით უნდა შესრულდეს.