აქტუალური
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
1-dumbaZe-aqtual-2საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის წინ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძეს აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ეწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი კორტნი ოსტრიანი და სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი ნინა მატიაშვილი. შეხვედრაზე განხილული იქნა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარნტიორობის ოფისის მიერ ორგანიზებულ „გლობალური პარტნიორობის კვირეულში“ სამინსიტროს მონაწილეობის საკითხი და მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ს სამ ქალაქში: ვაშინგტონში, ლოს ანჯელესსა და ნიუ იორკში ქართულ დიასპორებთან შესახვედრად.  ნორლანდმა აღნიშნა სამინისტროს მიერ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტთან წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და   უწყების მიერ 2015 წლისთვის დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა გამოთქვა.