აქტუალური
აშშ-ის ელჩს სამხრეთ კორეში, აშშ-სა და სეულის სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, სახე სამართებლით დაუსერეს!

1-britva-aqtual-1საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. სეულის ცენტრში მდებარე შენობაში, სადაც  ლექცია უნდა წაეკითხა, დიპლომატს თავს დაესხა შეიარაღებული ბოროტმოქმედი. ავისმზრახველმა ელჩთან მიირბინა, მაგიდაზე წამოაქცია და რამდენჯერმე სახეზე სამართებელი დაუსვა.

ამასთან, ის ლოზუნგებს გაჰყვიროდა იმ სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ, რომლებსაც აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივად აწარმოებს და სეულისა დ აფხენიანის გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. დაზარალებული, ძლიერი სისხლდენით, საავადმყოფოში გადაიყვანეს (ვიდეო იხ. აქ). დამნაშავეს დაკავებისას დიდი ცერემონიებით არ მოპყრობიან, ამიტომ ისიც ჰოსპიტალიზებული იქნა. თავდამსხმელი მემარცხენე მიმდინარეობის საზოგადოებრივი ორგანიზაციის 55 წლის ლიდერი არმოჩნდა. 201 წელს მას პირობითი სასჯელი შეუფარდეს იმისათვის, რომ იაპონიის ელჩს სეულში ბეტონის ნაჭერი ესროლა.