საზოგადოება
მარკ გრიფითსი: „სავალუტო ფონდის მისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რაც გულისხმობს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისგან თავის შეკავებას“
1-mark-sazog-3საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა განაცხადა. საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია მცურავი გაცვლითი კურსის არსებობაზე... გრძელვადიანი შოკების შესაკავებლად განხორციელებული ინტერვენციები მხოლოდ საქართველოს სავალუტო რეზერვებს შეამცირებს... გათვალისწინებული უნდა იქნეს უცხოურ ბიზნესზე ბოლოდროინდელი შეზღუდვების შერბილება, კერძო სექტორში ახალი ინვესტიციების მოზიდვა, დანაზოგების ხელშეწყობა საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმირების გზით. ველით მთავრობის კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივის გაცნობას ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად, რაც ბიუჯეტის დეფიციტს შეზღუდავს. ასევე ველით, რომ ხელისუფლება გააგრძელებს მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკის განუხრელ დაცვას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ნაბიჯები ოპერატიულად გადაიდგმება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მალე შეძლოს საქართველოში ჩამოსვლა პროგრამის მეორე მიმოხილვის ჩასატარებლად», - აღნიშნა მარკ გრიფითსმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.