საზოგადოება
უკრაინაში მებრძოლი მამუკა მამულაშვილი: „ხელისუფლება თავის დროზე გაგვემიჯნა, ჩვენც საპასუხოდ გავემიჯნეთ ამ ხელისუფლებას“

1-komandir-sazog-2საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. უკრაინაში მებრძოლი ქართველთა მეთაური მამუკა მამულაშვილი განცხადებით, საქართველოს ფრონტის ხაზი ამჟამად უკრაინაზე გადის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება თავისი განცხადებებით ემიჯნება ქართველ მებრძოლებს.

ჩვენ ვართ საქართველოს ინტერესების დამცავი ადამიანები ვინც არიან იქ ჩასულები და განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელმაც ვერ შეძლო, ან არ შეძლო საქართველოს ინტერესების დაცვა სწორედ იქ, სადაც დღეს გადის საქართველოს ინტერესების ხაზი...

როცა დაიწყო ეს პროცესები უკრაინაში, საქართველოს ხელისუფლება უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიცავდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იქ. თუნდაც პოლიტიკური შეფასებებით, იმიტომ, რომ შეფასებები კეთდება ძაან ბუნდოვნად. ჩვენი ინტერესი დღეს გადის უკრაინის ფრონტის ხაზზე. ეს არის ქვეყანა, სადაც წყდება საქრთველოს ბედი, ასე რომ, დღეს ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ მაქსიმალურად მიაქციოს ამ კონფლიქტს ყურადღება და თუნდაც პოლიტიკური შეფასებები გააკეთოს კორექტული", - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა "პირველი რადიოს" რადიოკლუბში სტუმრობისას.