რედაქტორისგან
აშშ-ის სენატი სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად მიიჩნევს! ბატონო ბიძინა, საქართველოს რომ ხელისუფლება ჰყავდეს, ის აშშ-ის ელჩ ნორლანდს გამოიძახებდა, საგარეო უწყება კი ნოტას გააგზავნიდა! - საქინფორმი

1-senat-pol-1-red-Mსაქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. 2015 წლის 4 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გაიმართა მოსმენა თემაზე - „რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ ევროპაში: საით წავა პუტინი უკრაინის შემდეგ - მოლდოვაში თუ საქართველოში?“
მთავარი მომხსენებელი იყო „პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“ (President Mikheil Saakashvili), რასაც მოწმობდა პატარა ტაბლო მის მაგიდაზე (იხ. ფოტო) და მოსმენის წამყვანი მისტერ ჯონსონი (MR. JOHNSON) (ნახეთ ვიდეო, რომელიც სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე განათავსა).

სააკაშვილი იქ მარტო კი არა, არამედ როგორც „პრეზიდენტს“ შეეფერება, ადიუტანტ - საქართველოს დე-ფაქტო ელჩ თემურ იაკობაშვილთან ერთად გამოცხადდა, რომელმაც 2008 წელს, რეინტეგრაციის მინისტრობისას, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დამარეგულირებელ ერთობლივ საკონტროლო კომისიას („ეს-კა-კა“ - CKK) „კაკა“, ანუ „ყოველგვარ აზრს მოკლებული ნეხვი“ უწოდა და ამით დააანონსა 08.08.08 ომი. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ ვინ იყო მისი თანმხლები ახალგაზრდა ქალი (იხ. ფოტოზე), აი გვერდით კი კასპაროვი ეჯდა, რომელსაც მიშასგან თავის ასტკივდა და რომლის ტაბლოზეც, ისევე, როგორც მისტერ ჯონსონის და ყველა დანარჩენისა, მითითებული იყო მხოლოდ გვარი! და მარტო სააკაშვილის ტაბლოზე (რომელიც 8 წუთის განმავლობაში ერთსა და იმავეს ფქვავდა პუტინისა  და რუსეთის ზიანზე) იყო მითითებული სახელი - „მიხეილი“ და თანამდებობა „პრეზიდენტი“...

ამგვარად, აშშ-ის სენატში სააკაშვილი უწინდებურად საქართველოს პრეზიდენტად მიაჩნიათ და მართლებიც არიან! საქართველოს რომ ნამდვილად ჰყავდეს ხელისუფლება, აშშ-ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს ჯერ კიდევ გუშინ დილით უნდა მიეცა ახსნა-განმარტება საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ელჩისთვის საპროტესტო ნოტა უნდა გადაეცა აშშ-ის სახდეპისათვის.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს - უკლებლივ ყველა ხელისუფალი მოღალატე, გამყიდველი და კორუმპირებული ჩინოსანი აღმოჩნდა, რომლებმაც ერთმანეთი დაჭამეს სააკაშვილის უწინდებურად მუშტად შეკრული „ნაციონალების“ გასახარად!

 ამიტომ დღეს ბოლო სუსტი იმედი - ივანიშვილია, რომელმაც ეს ნაგავი ხელისუფლებაში მოათრია: ბიძინა გრიგოლის ძევ, იხსენით საქართველო თქვენ მიერ დანიშნულებისგან, როგორც 2012 წელს გადაარჩინეთ თქვენს მიერ დაფინანსებულ სააკაშვილისგან! თქვენ ამას შეგვპირდით! შეასრულეთ თუნდაც ეს ერთი თქვენი დანაპირები!

 

საქინფორმი

1-senat-1 1-senat-2
1-senat-3 1-senat-4
1-senat-5 1-senat-6
1-senat-7 1-senat-8
1-senat-9 1-senat-10