აქტუალური
რიჩარდ ნორლანდი: „საქართველო ემზადება იმ პერიოდისთვის, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა“

1riCard-aqtual-3საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ნატო გაფართოებას არ გეგმავს, საქართველოში აშშ-ს ელჩმა კომენტარი გააკეთა.

საქართველო აკეთებს მაქსიმუმს, რათა გაიუმჯობესოს კვალიფიკაცია და შეასრულოს მოთხოვნები, რომელიც მის წინაშე დგას. საქართველოს ამჟამად ძალიან კარგად გააზრებული სტრატეგია აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამავდროულად საქართველო იძლიერებს თავს ეკონომიკურად, ხდის ეკონომიკას მეტად დაკავშირებულს მეზობლებთან, აძლიერებს თავდაცვით, თავისი სამხედროების შესაძლებობებს, მათ შორის ავღანეთში მონაწილეობით. საქართველო ჩართულია დიპლომატიურ დიალოგში და თავის მაქსიმუმს აკეთებს, ემზადება რა იმ პერიოდისთვის, როდესაც მოვა დრო გადაწყვეტილების მისაღებად", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.