აქტუალური
დავით უსუფაშვილი: „საერთოდ არ ვართ დაინტერესებულნი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დამანგრეველი ომით, სადაც ნატო და რუსეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს“

1ugroza-aqtual-2საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გაკეთა. დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე და რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა.

"ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ომში ჩავითრიოთ ნატოს წევრი ქვეყნები... ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ გაკვეთილებს ისტორიიდან და ვერ ვიხსენებთ ვერც ერთ ომს ნატოსა და რუსეთს, ან ნატოსა და საბჭოთა კავშირს შორის. ასე რომ, ნატო პრევენციული მექანიზმია და ის ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან, საკუთარ თავებს იცავენ და რუსეთს ან საბჭოთა კავშირს არ შეეძლო მათზე შეტევა განეხორციელებინა. ასე რომ, როდესაც ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა, ეს ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში ომის დასრულებას და არა ომის დაწყებას რუსეთთან", - განაცხადა უსუფაშვილმა.