აქტუალური
ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა. მსგავსი სახის ოპერაციები ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობასა და კოალიციურ ძალებს შორის დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.