საზოგადოება
თბილისის მერიაში არასამეწარმეო, არაკომერციული, იურიდიული პირი "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი" დაფუძნდა

1sakrebul-sazog-3საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა განაცხადა, თბილისის საკრებულოს მიერ პროექტის მოწონების შემდეგ, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" შექმნასთან დაკავშირებით განკარგულების პროექტი. ბერეკაშვილის შეფასებით, აღნიშნული ცენტრის სახით მნიშვნელოვანი სტრუქტურა შეიქმნა დედაქალაქში, რომელიც იზრუნებს მეწარმეობის განვითარებისათვის. კერძოდ, იზრუნებს ინვესტიციების მოსაზიდად მცირე მეწარმეებისათვის.

მისივე განცხადებით, ცენტრი მერიის ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთიდან 2 მილიონი ლარით დაფინანსდება.