საზოგადოება
უსუფაშვილი: „რუსეთის პოლიტიკა მიმართულია იქეთკენ, რომ ხელი შეუშალოს უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებას“

1asocir-sazog-2საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. აშშ-ში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მაისის ბოლოს რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

„რიგის სამიტზე ჩვენ ველით მნიშვნელოვან პროგრესს ვიზებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მნიშვნელოვან პროგრესს, რომლის შემდეგაც მხოლოდ ძალიან ტენიკური საკითხები უნდა დარჩეს. ჩვენ უნდა შევძლოთ საქართველოს მოსახლეობას ვუთხრათ, როდის შევა ძალაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება... ნუ დაგვავიწყდება ის, რომ რუსეთის პოლიტიკა, მიმართული იქეთკენ, რომ ხელი შეუშალოს ევროკავშირთან ასოცირებას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსიც, სახეზეა. რუსეთის ეს სურვილი რჩება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროპის ყველა ქვეყანასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა ჩვენი ამოცანები რიგის სამიტზე იქნეს შესრულებული. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამასთან დაკავშირებით”.