რედაქტორისგან
დამოუკიდებელმა და ზეპარტიულმა „ასავალ-დასავალმა“ დამსახურებულად მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული და ქართული პრესის ფლაგმანად იქცა, რადგან 23 წლის განმავლობაში საქართველოს უახლესი ისტორიის ცოცხალი მემატიანე და სარკე იყო! საქართველოს მტრების მტერი „ასავალ-დასავალი“ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხროვის მარადიულ კოშმარად იქცა, თუმცა, სარკე დამნაშავე არ არის მათ სიგონჯეში...
საქინფორმი ულოცავს თავის საინფორმაციო პარტნიორ - „ასავალ-დასავალს“ 23 წლისთავს, ულოცავს გაზეთის რედაქციის კოლეგა-ჟურნალისტებსა და მის უნიჭიერეს ხელმძღვანელ ლაშა ნადარეიშვილს!
მრავალჟამიერ, მეგობარ-თანამოაზრეებო!