რედაქტორისგან
ხიდირბეგიშვილის ვერსია დასტურდება - ნემცოვის თანმხლები - ანა დურიცკაია - უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკი „დნეპრი-1“-ის მეთაურის, უმაღლესი რადის დეპუტატისა და სააკაშვილის მეგობარი იური ბერეზას საყვარელი აღმოჩნდა!

1bereza-pol-3-red-MTსაქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. 2015 წლის 2 მარტს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის პუბლიკაციაში „სააკაშვილმა გააფრთხილა ნემცოვი, რომ მას ოფიციალური კიევის შეკვეთით მოკლავდნენ!“ თავის ვერსიას ასაბუთებს და, კერძოდ, აცხადებს: „ნემცოვის მკვლელობა გაუხსნელი დარჩება, თუ მოსკოველი გამომძიებლები არ დაკითხავენ მიხეილ სააკაშვილს. ხოლო ნემცოვის მეგობარ ქალს - უკრაინელ მოდელ ანა დურიცკაიას სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდზე ფოტოსურათი უნდა უჩვენონ, სადაც ძებნაში მყოფი ქართველი სისხლის სამართლის დამნაშავე აშკარად ვიღაც კრიმინალურ ტიპებთან ერთად პოზირებს. ხომ არ შეხვედრია იგი მათ „შემთხვევით“, ხომ არ უთხოვია მისთვის რომელიმეს ბორისთან ერთად ხიდზე გაესეირნა, რის შემდეგაც „თავად შეძლებს სამოდელო სააგენტოს გახსნას“?! და ხომ არ ყოფილა უკრაინელი ლამაზმანი, რომელთან ერთადაც ნემცოვი მოსკოვში დაბრუნდა და იმ დღეს შიშველ ტანზე მხოლოდ სვიტერით შემოსილი დედაქალაქის ცენტრში სეირნობდა, სასტუმრო „ფერმონტის“ რესტორანში ვახშამზე, სააკაშვილთან ერთად?!“.

როგორც ჩანს, საქინფორმის მთავარი რედაქტორის ვერსია ბორის ნემცოვის მკვლელობაში უკრაინული კვალის შესახებ, რომლის ძაფებსაც უკრაინის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველ - მიხეილ სააკაშვილთან მივყავართ - დასტურდება! არცთუ ცნობილი უკრაინელი ფოტომოდელი ანა დურიცკაიას საყვარელი უკრაინის უმაღლესი რადის ოდიოზური დეპუტატი, შეთავსებით უკრაინის ნაციონალური გვარდიის პოლკი „დნეპრი-1“-ის მეთაური,  მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და თანამოაზრე იური ბერეზა აღმოჩნდა! ხოლო სააკაშვილთან ერთად ფოტოზე გამოსახული „კრიმინალური ტიპები“, რომლებსაც არნო ხიდირბეგიშვილი ახსენებს, ბერეზას მებრძოლები - ანუ უკრაინის ნაციონალური გვარდიის პოლკი „დნეპრი-1“-ის მებძროლები აღმოჩნდნენ! არაპროფესიონალები, რომლებმაც სხვადასხვა მწარმოებლის ვაზნები გამოიყენეს, მაგრამ არ უსვრიათ მთავარი მოწმის - თავისი მეთაურის საყვარლის - ანა დურიცკაიასთვის, და, უბრალოდ, მისი ღალატისთვის შური იძიეს ბერეზას მეტოქეზე...

დავძენთ, რომ უკრაინელმა მოდელმა ანა დურიცკაიამ, რომელიც მკვლელობის მომენტში ნემცოვთან ერთად სეირნობდა ხიდზე, ვიდეოკამერებისთვის „იღბლიანად“ დამალული რომაა, გუშინ უარი თქვა სიცრუის დეტექტორზე შემოწმებაზე - მისმა ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა განაცხადა: „ჩვენი პოზიცია ასეთია: რაკიღა დაკითხვაზე არ იქნება მიცემული არავითარი ახალი ჩვენება და მოწმდება მხოლოდ სიმართლე, მისი ჩვენების სიმართლეში კი ეჭვი არავის ეპარება, პოლიგრაფზე დაკითხვაზე უარს ვამბობთ. მას ახლა მძიმე ფსიქოლოგიური სიტუაცია აქვს - პოლიგრაფი კი ასევე სტრესია“.

და მაინც: რატომ დაწერა სააკაშვილმა ასე სასწრაფოდ - როცა ნემცოვის გვამი ჯერ გაცივებულიც არ იყო! - თავის „ფეისბუქ“-გვერდზე, რომ კიევში, სასტუმრო „ფერმონტის“ რესტორანში, მან გააფრთხილა ნემცოვი, რომ მას პუტინის კი არა, კიევის უნდა ეშინოდეს? იმიტომ, რომ „პატიოსნად“ დაესწრო დურიცკაიასთვის და შემდეგ თავი არ ემართლებინა, როცა ის ამ ეპიზოდზე რფ-ის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოველ გამომძიებლებს მოუყვებოდა! იმ ვახშამს დურიცკაია ხომ ესწრებოდა და, შესაბამისად, სააკაშვილის გაფრთხილებაც მოისმინა...

1bereza-pol-3-red-3-1 1bereza-pol-3-red-3-2
1bereza-pol-3-red3-3