პუბლიკაციები
„ქართული გაზაფხული“ - საქინფორმი

1vesna-pol-2-anსაქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. გარეთ კარგი ამინდია! საქართველოში გაზაფხული უკვე მოვიდა, მასთან ერთად მოვა ბადრიჯანიცა და მიტინგებიც - ახლა ხომ ქუჩაში სეირნობა ძალიან სასიამოვნოა. მით უმეტეს, რომ თბილისში მიტინგების ტრადიციული დისლოკაცია, როგორც ჩანს, რუსთაველის პროსპექტიდან მთაწმინაზე, ივანიშვილის სასახლესთან გადაინაცვლებს…

სააკაშვილი საქართველოში „მაიდანი 2“-ს ამზადებს და ყველა ელოდება - რა საოცრებას ჩაიდენს ივანიშვილი - ვის დააპატიმრებენ, გაათავისუფლებენ, ანდა ბიძინა ხალხთან გამოვა და სიმართლეს იტყვის - აქაოდა, მაპატიეთ, ხალხო, კადრებსა და საგარეო პოლიტიკაში შევცდიო! მოდი, შევცვალოთ ერთიცა და მეორეც და, ბოლოსდაბოლოს, ბედნიერად ვიცხოვროთ!

ჯერჯერობით კი „კოზირი“ სააკაშვილის მხარეზეა, მით უფრო, რომ „მასტიც“ ხელს უწყობს - „თელასიც“, რომელიც ყოველდღე შუქს თიშავს, რითიც თბილისელები ნევრასთენიამდე და სააკაშვილის ხანის ნოსტალგიამდე მიიყვანა; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქადაგიძეც - სააკაშვილის თანამოაზრე, რომელმაც 2012 წელს კინაღამ გააკოტრა ივანიშვილის ბანკი „ქართუ“, გასულ კვირას კი ისე დაწია ლარის კურსი, რომ კინაღამ მთელი საქართველო გააკოტრა! ლარის კურსის სტაბილიზება ივანიშვილმა მოახდინა, აიძულა რა ქადაგიძე, ეროვნული ბანკის რეზერვებიდან რამდენიმე ათეული მილიონი გადმოესროლა, თუმცა ქადაგიძე არ დაუკავებიათ და არც სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ!.. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამე რომ მოხდეს, შენიშვნასაც ვერ მისცემ: „ყველა პრეტენზია - ბიძინა მთაწმინდელთან! მე პასუხისმგებელი არ ვარ. მე ვაფრთხილებდი, მაგრამ ყური არ დამიგდეს“.

თავმჯდომარე უსუფაშვილი კი რესპუბლიკელმა პატრონებმა ვაშინგტონში გამოიძახეს, სადაც „ოცნების“ მოღალატემ აღიარა, რომ ბიძინა ცდებოდა და პოლიტიკიდან ნაადრევად წავიდა - პარტიაც არ შეუქმნია...

დიახ, „ქართული ოცნება“ არც კოალიციად, არც პარტიად შემდგარა, მისი „სახეები“ ხომ კარიკატურული პერსონაჟები ბესელია და საგანელიძე იყვნენ, რომელთა სახეებსაც ერთდროულად ვერცერთი ტელეეკრანი ვერ იტევს... კოალიციაში, რომელიც ახლა მსახიობის სახლს ან მოჭიდავეთა კლუბს უფრო ჰგავს, დარჩა მარტო ცნობილი „შემდუღებელი“ ძიძიგური, რომელიც ისტორიაში ჯერ კიდევ პრეზიდენტ გამსახურდიას დროიდან შევიდა - იმით, რომ ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა რუსეთს სატვირთო ვაგონების ბორბლების რელსებზე შედუღებით!

ასე რომ, რაიმე გადატრიალებაზე საუბარი ცოტა უადგილოა - ბევრი მათგანი ისედაც ხელისუფლებაშია აი უკვე მესამე წელია! პრეზიდენტი მარგველაშვილი, თავმჯდომარე უსუფაშვილი და პარლამენტის ნახევარი - „“ნაცმოძრაობის“ ფრაქცია, პლუს დაბრუნდებიან ალასანია და სააკაშვილი, რომლებიც შორს ისედაც არ წასულან...