რედაქტორისგან
„სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: 1. მას მხარს უჭერს „ასავალ-დასავალი“ 2. მას მოსწონს „ასავალ-დასავალი“ – 41 მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეს ოლიგარქი ივანიშვილი (საქინფორმის კომენტარებით)

1ENM-polit-1-redaq-1-mtavarსაქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ზაზა ბიბილაშვილი - საქართველოში ექსმმართველი პარტია „სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი - აქვეყნებს მიზეზების სიას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და ყველა მის მიერ დანიშნულნი - ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა ქართული პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ. მაშ ასე:

 1. მას მხარს უჭერს „ასავალ-დასავალი“ (პოპულარული ქართული ყოველკვირეული გაზეთი, ქართული პრესის ფლაგმანი, დამოუკიდებელი სახალხო გაზეთი, რომელსაც გუშინ 23 წელი შეუსრულდა - საქინფორმი)

2. მას მოსწონს „ასავალ-დასავალი“ (იხ. ზემოთ - საქინფორმი)

3. მან 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ხელისუფლებაში მოსასვლელად გამოიყენა

4. მან არა მხოლოდ გაათავისუფლა რუსი ჯაშუშები, მკვლელები და ექსტრემისტები, არამედ „პოლიტპატიმრის“ შარავანდედით შემოსა ისინი

5. მან დააპატიმრა ჯაშუშებთან, მკვლელებთან და ექსტერმისტებთან მებრძოლი პოლიტიკოსები და სამართალდამცავები

6. მან იუსტიციის სახლის წინ მონუმენტი გაუხსნა სახელმწიფოზე კრიმინალური სამყაროს რევანშს

7. მან პოლიციის დღეზე მადლობის სიგელით დააჯილდოვა თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი სოსო ალავიძე (რაც მართლაც შეცდომა იყო - საქინფორმი)

8. მან ჩვენს ყოველდღიურობაში დააბრუნა მკვლელობა, ყაჩაღობა და ადამიანების დაუთოება. ამ ფონზე, ის გვარწმუნებს, რომ კრიმინალი შემცირდა

9. მან გააფორმა საპროცესო შეთანხმება ბედუკაძესთან  

10. მან დააბრუნა თენგიზ კიტოვანი, ლევან პირველი, ლევან მამალაძე, კახა თარგამაძე, ემზარ კვიციანი, კოკა ყანდიაშვილი და წითელი ინტელიგენცია

11. მან აღადგინა უვიცი უქნარების თანამდებობებზე დანიშვნის ტრადიცია, ნათესაობის, ნაცნობ-მეგობრობისა და პიროვნული ერთგულების ნიშნით (არ „აღადგინა“, არამედ გააგრძელა როგორც სააკაშვილის დროს - საქინფორმი)

12. მან ვერ იპოვა ვერცერთი მონოპოლია და ვერცერთი კარტელური გარიგება

13. მან ვერ იპოვა „ელიტური კორუფციის“ ვერცერთი ფაქტი

14. მან დააბრუნა „არაელიტური“ – ტრადიციული, მამა-პაპური კორუფცია და, რეაქციული საკანონმდებლო ცვლილებებით, ინსტიტუციური ფორმა მისცა მას

15. ის ადამიანებს დაჰპირდა უფასო ფულს. და დააჯერა, რომ ასეთი რამ არსებობს

16. მან სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქართულ განათლებაში ყველაზე დიდი ინვესტორის, კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ და ავტორიზაცია გაუუქმა მის უნივერსიტეტს

17. მან პრეზიდენტად მარგველაშვილი, პრემიერმინისტრად – ღარიბაშვილი, თბილისის მერად – ნარმანია, ფინანსთა მინისტრად – ხადური, იუსტიციის მინისტრად – წულუკიანი, კოლაბორაციის მინისტრად – ზაქარეიშვილი, უმრავლესობის ლიდერად – საგანელიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ – ბესელია, ბესელიას მოადგილედ – ფოფხაძე, მთავარ პროკურორად – ფარცხალაძე, შს მინისტრად – ჭიკაიძე, ომბუდსმენად – ნანუაშვილი, პოლიციის აკადემიის პრორექტორად – კურტანიძე დანიშნა. თანამდებობები და გვარები პირობითია, სია – უსასრულო (ერთი - ორის გარდა, სრული სიმართლეა - ნამდვილად მცდარი დანიშვნებია, რომლებმაც საქართველოს ზიანი მოუტანა! სიას უთუოდ უნდა დაემატოს თავდაცვის მინისტრი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი პეტრიაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი - საქინფორმი)

18. ის ვერ იჯერებს, რომ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების დაპყრობა რუსეთის სტრატეგიაა

19. ის თვლის, რომ სომხეთის საგარეო კურსი საქართველოსთვის მისაბაძია და რომ საქართველოს გაწევრიანება „ევრაზიულ კავშირში“ მიუღებელი არაა

20. მან თქვა, რომ ცხინვალში არაფერი ხდებოდა, იქ მხოლოდ 1 კედელი იყო ჩამონგრეული, როცა საქართველომ ომი დაიწყო

21. მან საქართველოს საკითხი მოხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან

22. ის ამტკიცებს, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებები სიცრუეზე იყო დაფუძნებული

23. მან გააჩერა ლაზიკის პორტის, ყარსი-ახალქალაქის, შემოვლითი რკინიგზის და ყველა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი

24. მან გააუქმა ქართული სამხედრო წარმოება

25. მან გვაჩუქა სარეცეპტო რეფორმა და წამლების შავი ბაზარი (რეცეპტების შემოღება იყო დიდი შეცდომა, ავადმყოფების აბუჩად აგდება და კორუფციის წყარო - თბილისის აფთიაქებში გამოჩნდნენ „ექიმები“, რომლებიც 10 ლარად ნებისმიერ რეცეპტს გამოგიწერენ! - საქინფორმი)

26. სავიზო ანტირეფორმა

27. შემცირებული ტურიზმი

28. შემცირებული ინვესტიციები

29. შემცირებული ექსპორტი

30. ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელფასები, „სახელფასო დანამატები“ და პრემიები, 147 მილიონის მანქანები, 20 მილიონის სასტუმრო-რესტორნები, ფლანგვა და ფუფუნება – ეკონომიკიდან დაკარგული 4 მილიარდის ფონზე (საფუძვლიანი პრეტენზიებია, ახალი ხელისუფლების მადა წინამორბედისას - სააკაშვილისეულს არ ჩამოუვარდება - საქინფორმი)

31. სოჭის ოლიმპიადა

32. აეროპორტიდან გამქრალი „რემენა“

33. ჰაკიმ ფაშა

34. სამარ ჩოკუტაევი

35. 8 თებერვალი და „პოლიტპატიმრების“ დეფილე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

36. 17 მაისი

37. საყდრისი

38. „პანორამა თბილისი“

39. „105 ახალი ქარხანა“ და „10-მილიარდიანი საინვესტიციო ფონდი“ („ქართული ოცნების“  წინასაარჩევო დაპირებები, რომლებიც მართლაც არ შესრულებულა - საქინფორმი)

40. ლარის კურსი (მისი ვარდნა - ნამდვილად ივანიშვილის ბრალია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ხელდასხმული გიორგი ქადაგიძე დატოვა - საქინფორმი)

41. „ადრონული თერაპიის მეგაპროექტი“ და „200-სერიიანი ფილმი“ იმაზე, თუ რა ცუდი იყო ადრე და რა კარგია ახლა – როგორც კომპენსაცია ამ ყველაფრისთვის

P.S. მან არ იცის არცერთი ენა, ქართულის ჩათვლით

NB: ამ სიაში გაცნობიერებულად არ შემიყვანია ციხეში მოკლული არცერთი პატიმრის, ამნისტირებული რეციდივისტების მიერ მოკლული არცერთი პოლიციელის, არცერთი მოკლული მოწმის თუ „თვითმკვლელობამდე მიყვანილის“ სახელი: არ მინდა, ხელისუფლებაში მყოფ გვამებით მოვაჭრეებს დავემსგავსო“.

P. S. საქინფორმს მოჰყავს ბიძინა ივანიშვილის სამი ნამდვილი შეცდომა:

1. არ დააპატიმრა ათასობით ქართველისა და ოსის მკვლელი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს დატოვების საშუალება მისცა, რაც სამოქალაქო ომითა და ათობით ათასი მოკლულით დაგვირგვინდა უკრაინაში, რომელიც, საქართველოს მსგავსად, ნაწილებად დაიშალა სააკაშვილის წყალობით.

2. არ აკრძალა პარტია „სააკაშვილის ნაცმოძრაობის“, როგორც დამნაშავე ორგანიზაციის,  საქმიანობა, რამაც, შესაძლოა, საქართველოში მასობრივი არეულობები და ახალი სისხლისღვრა გამოიწვიოს.

3. დაუჯერა თავის მოღალატე „გუნდს“ და არ შეასრულა ქართველი ხალხის მთავარი დაკვეთა - სრულად არ აღადგინა ურთიერთობები რუსეთთან  და ქართული სახელმწიფოსთვის დამღუპველი, ნატოში გაწევრების საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი დატოვა.

საქინფორმის რედაქცია

1ENM-polit-1-redaq-1-qvem