აქტუალური
გიორგი ბაქრაძე: „ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო სწორი, დროული და შემდგომშიც ვიზრუნებთ იმაზე, რომ ფასების სტაბილურობა, ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს"

1bakraZe-aqtual-3საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ჩვენს ქმედებები დადებითად იყო შეფასებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ. არც არაფერი დაგვიგვიანია და ის, რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ სწორად,- ასე ეხმაურება ბოლო დღეების მიმდინარე მოვლენებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე, რომელიც რეფინანსირების საკითხსაც გამოეხმაურა.

როგორც წესი, ჩვენ ვცვლით რეფინანსირების განაკვეთს, როცა იცვლება ინფლაციური მოლოდინები და ვცვლით იმისთვის, რომ გავლენა მოვახდინოთ პირველ რიგში, სწორედ ინფლაციურ მოლოდინებზე. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქინფორმის უცხოელ მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ კვირას, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთა საბოტაჟის შედეგად, ქართული ეროვნული ვალუტა ლარის კურსი ზემოთ ავარდა, შემდეგ კი 20 პუნქტზე მეტით დაეცა, რაც უზარმაზარი სპეკულაციების მიზეზად და ქვეყნის გაღატაკებული მოსახლეობისათვის მორიგ დარტყმად იქცა.