აქტუალური
კიტოვანი: „სააკაშვილმა ჟვანიას საფერფლე თავში ჩაარტყა... ჟვანიას სისხლის შხეფები სახეზე და ტანსაცმელზე ბარამიძესა და ოქრუაშვილს შეესხათ“

kitovan-aqtual-3საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია შავნაბადაზე გამართულ სხდომაზე მოკლეს. სხდომაზე ჟვანია და სააკაშვილი შელაპარაკდნენ. სააკაშვილს ნარკოტიკები ჰქონდა მიღებული, ვერ მოზომა და საკმაოდ მძიმე საფერფლე, რომელიც მაგიდაზე იდო, თავში ჩაარტყა. ჟვანიას სისხლის შხეფები სახეზე და ტანსაცმელზე შეესხათ გია ბარამიძესა და ირაკლი ოქრუაშვილს... ზურაბ ჟვანიას გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ იქ მყოფები მიხვდნენ, რომ ცოცხალი ჟვანია მათ პრობლემებს შეუქმნიდა... ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილმა ელექტროშოკირების გამოყენებით მოაკვლევინა!.. “,- აღნიშნავს თენგიზ კიტოვანი.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების პირველმა პირებმა დანაშაულის მოტივისათვის სპეციალური გეგმა შეიმუშავეს. „ამის შემდეგ დაიწყეს თათბირი, რა გაეკეთებინათ და როგორ მოქცეულიყვნენ. ამ თათბირში მონაწილეობა მიიღეს ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა. გადაწყვიტეს ზურაბ ჟვანიას კომპრომეტირება უბინძურესი მეთოდებით, გვამები შეიტანეს საბურთალოს ქუჩაზე და თავიდან დადგეს სცენა – შიშველი ჟვანია და უსუპოვი ჩააწვინეს ერთ ლოგინში! მერე შეცვალეს გადაწყვეტილება, გვამებს ჩააცვეს და დაყარეს ოთახში... უსუპოვიც ელექტროშოკერით არის მოკლული“, – აცხადებს თენგიზ კიტოვანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.