აქტუალური
ნოდარ ჯავახიშვილი: „ქადაგიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ბიძინა ივანიშვილისგან კატეგორიულად ვითხოვდი. მერაბი ხარ, ნოდარი, თუ ბიძინა, არავის უნდა აპატიო დანაშაული!“

javaxiSv-aqtual-2საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღეძრა.

ამას კატეგორიულად ვითხოვდი და ბიძინა ივანიშვილთან კამათიც მქონდა. ვეუბნებოდი, ქადაგიძემ ჩაიდინაარ აერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება-თქო... დანაშაული არის ჩადენილი? - ის უნდა დაისაჯოს", - განცხადა ჯავახიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში". მისი შეფასებით, ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის მხრიდან საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს.

„შექმნილ ვითარებაში 350 მილიონით რომ გაზარდეს მიმოქცევაში ფული, რა მოიგო სახელმწიფომ?! იქნებ გვითხრან, სად წავიდა ეს ფული?! ეროვნულ ბანკს უნდა შეესწავლა, რა იწვევს მოთხოვნას დოლარზე, იქნებ სპეკულაციური მოთხოვნაა?!. 90-იან წლებში ზუსტად იგივეს აკეთებდა ეროვნული ბანკი. ის "უპრაგონოდ", გაუზომავად იძლეოდა სესხებს... როცა არის შესაძლებლობა ეს შეაჩერო, რას ელოდები?! დაიქცეს ქვეყანა?!", - აცხადებს ჯავახიშვილი.