პუბლიკაციები
„მემარჯვენე სექტორი“ „უცხო-ქართველებისგან“ უკრაინის ხელისუფლების გაწმენდას ითხოვს!

CuJak-sazog-1-analit-2საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. უცხოელი მოქალაქეები, მათ შორის, ქართველებიც, არ უნდა მუშაობდნენ უკრაინის სამინისტროებში! - ამის შესახებ მემარჯვენე სექტორისკიევის საქალაქო ორგანიზაციის ხელმღვანელმა ვლადიმერ ზაგაზეიმ 2015 წლის 25 თებერვალს უკრაინის შსს-ს ცენტრალურ ოფისთან „რადიკალების მარშის“ მიმდინარეობისას განაცხადა. ზაგაზეი დარწმუნებულია, რომ ძალოვან სტრუქტურებს უცხოელები კია არა, ის ხალხი უნდა ხელმძღვანელობდეს, ვინც ომი გამოიარა.

ქართველ ერს დიდ პატივის ვცემ, მაგრამ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები უკრაინელებს უნდა ეკუთვნოდეთ, - დარწმუნებულია აქტივისტი, - როცა ძალაუფლებას უცხოელს ვაძლევთ, უკრაინისადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად, იგი მაინც არ მოეპყრობა მას მშობლიურივით!“

უკრაინის შსს-ს შენობის ფანჯრიდან კი მომიტინგეებს თვალს ადევნებდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე - ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავისა და ექსპრეზიდენტი სააკაშვილის ერთგული თანაგუნდელი...