შსს-მ კახეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

საქართველო, 27 თებერვალი,
საქინფორმი. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი
ვასილ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას -
ჯიმშერ ა-ს ცემისას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ჯიმშერ ა. ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).