საზოგადოება
„საქართველო არის ევროპული ღირებულებების ქვეყანა, ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამ მიმართულებით რიგის სამიტზე იქნება ძალიან კონკრეტული შედეგების დემონსტრირება“

evrop-sazog-2საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს სურვილია, იყოს წარმატების მაგალითი რიგაში დაგეგმილ სამიტზე.

შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის, რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში. შეხვედრაზე ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეფასდა რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირი გამოხატავს მზაობას, უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.