საზოგადოება
დაუცხრომელმა ავანტიურისტმა სააკაშვილმა, რომელიც პოროშენკოს ფულით არის მივლინებული უკრაინული არმიისთვის იარაღის გამოსაძალველად, ხელიდან არ გაუშვა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა

avatiur-saz-1-anსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, საქართველოს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც საკუთარი ხალხის გენოციდი განახორციელა, ახლახან მიიღო ოფიციალური „კრიშა“ - დაინიშნა პოროშენკოს მთავარ მრჩევლად - უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად. რის შემდეგაც გაქცეული სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ ძებნაში გამოაცხადა, დაუყოვნებლივ შეუდგა მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და აშშ-ში გაფრინდა, რათა განახორციელოს თავისი „მთავარი რეფორმა“ - გამოსძალოს ვაშინგტონს იარაღი კიევის ხუნტისათვის.

თუმცა, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასა და აქ სახელმწიფო გადატრიალება „მაიდან-2“-ის მოწყობას აპირებს, ამიტომ იყენებს თავის, უკრაინის მიერ დაფინანსებულ მივლინებას თავისი მიზნებისთვის - მაგალითად, იგი ლიტვის პირველ პრეზიდენტ ვიტაუტას ლანდსბერგსთან ერთად სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესში საზეიმო ცერემონიაზე.