აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „მთავრობის ეკონომიკურ გუნდმა წარმომიდგინა სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი ქმედებების ძირითადი მიმართულებები“

ekonom-aqtual-1საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან და ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გამართა.

ეკონომიკური გუნდის მინისტრები ახლა ინტენსიურად მუშაობენ სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელიც საქართველოში იმყოფება და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულებისთანავე, ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენენ სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი მოკლე და საშუალოვადიანი ქმედებების გეგმას. სავალუტო ფონდის მისია საქართველოდან 4 მარტს მიდის, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ 5 მარტამდე  უნდა მივცეთ დრო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რათა ძალიან კონკრეტულად წარმოუდგინოს საზოგადოებას თავიანთი ხედვა არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.