აქტუალური
ისტორიის ფალსიფიკაცია - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკრებს პატივი მიაგო

Iunkrebi-aqtual-2საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას გმირთა მემორიალთან მინდია ჯანელიძე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა და თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, იუნკერთა გმირობის ისტორია კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

აგრეთვე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა.